რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარე სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება ინტენსიური მუშაობის შედეგად, დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
შესაბამისად, 2017 წლის 27 დეკემბერს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.