რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აღდგა
რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აღდგა

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარე სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება ინტენსიური მუშაობის შედეგად, დაგეგმილზე ადრე დასრულდა.

შესაბამისად, 2017 წლის 27 დეკემბერს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.