რიგით მეთექვსმეტე საბავშვო ევროვიზია ბელარუსის დედაქალაქში 25 ნოემბერს ჩატარდება. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა საბავშვო ევროვიზიის ჩატარების ადგილად მინსკი გასულ წელს შეარჩია.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ევროფესტივალის მთავარი კონცერტი „მინსკი არენაზე” გაიმართება. წლევანდელი კონკურსის სლოგანი Light up („დაანთე ცეცხლი”) იქნება.
საბავშვო ევროვიზიაში ევროპის 45-მდე ქვეყნის 15 წლამდე შემსრულებლები მონაწილეობენ. გასულ წელს საბავშვო ევროვიზია საქართველოში პირველად ჩატარდა.
მუსიკალურ კონკურსს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული რუსი პოლინა ბოგუსევიჩი 188 ქულით გახდა. ქართველ შემსრულებელმა გრიგოლ ყიფშიძე მას სამი ქულით ჩამორჩა და 185 ქულა დაიმსახურა.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სამჯერ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არც ერთ ქვეყანას ჰქონია. 2016 წელს, საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ.
რიგით მე-16 საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს პირველი არხის საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას” გამარჯვებული წარადგენს, რომლის ვინაობაც, სამთვიანი მუსიკალური მარათონის დასრულების შემდეგ, მაისში გახდება ცნობილი.