რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

დღეს დილიდან ანჩისხატის ტაძარში რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. მწერლის ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, ასევე ხელოვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.