Reuters - რობერტ მუგაბე მმართველმა პარტიამ ზიმბაბვეს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზე დაითანხმა
რობერტ მუგაბე მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზე დაითანხმა. ინფორმაციას Reuters მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარტიამ ყოფილ ლიდერს 24 საათი მისცა საკუთარი ნებით გადადგომისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტით დაემუქრა. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, 93 წლის მუგაბე გადადგომის შესახებ განცხადებაზე მუშაობს.
რამდენიმე საათის წინ ზიმბაბვეს პრეზიდენტი მმართველმა პარტიამ 37 წლიანი ლიდერობის შემდეგ ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენა.
მისი ადგილი კი ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დაიკავა. ზიმბაბვეში სამხედრო დაუმორჩილებლობა სწორედ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან მოხსნას მოჰყვა. პარტია ასევე დაატოვებინეს რამდენიმე პოლიტიკოსსა და პირველ ლედის, გრეის მუგაბეს.
ეს უკანასკნელი ქმრის პოლიტიკურ მემკვიდრედ მიიჩნეოდა.
ზიმბაბვეს სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი მოსახლეობას უმოკლეს ვადაში მიმართავს.