ზიმბაბვეს პრეზიდენტი სამხედროებს შეხვდება
ზიმბაბვეს პრეზიდენტი სამხედროებს შეხვდება

ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე დღეს სამხედროებს შეხვდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. როგორც იუწყებიან, მოლაპარაკებებს დაესწრება ზიმბაბვეს კათოლიკური ეკლესიის მეთაურიც.

შეხვედრაზე მუგაბეს გადადგომის საკითხს განიხილავენ. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დღესვე ზიმბაბვეში მმართველი პარტიის ლიდერები იკრიბებიან და პრეზიდენტის გადაყენების საკითხს კენჭს უყრიან.

შეგახსნებთ, რომ ზიმბაბვეში ვითარება გასულ კვირას დაიძაბა, როდესაც 94 წლის რობერტ მუგაბემ ვიცე-პრეზიდენტი დაითხოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნის ლიდერი მისი მეუღლე, გრეის მუგაბე გახდებოდა. ამის შემდეგ, ხელისუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში, თავად მუგაბე კი ამ დრომდე შინაპატიმრობაში რჩება.

რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს 1980-იანი წლიდან მართავს.