ზიმბაბვეს პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების მეთაურთან მოლაპარაკებები გამართა
ზიმბაბვეს პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების მეთაურთან მოლაპარაკებები გამართა

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ, სამხედროების მიერ დედაქალაქის დაკავების შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის ძალების მეთაურთან მოლაპარაკებები გამართა.

შეხვედრის ამსახველი ფოტოები მუგაბეს მომხრე გაზეთ „ჰერალდში“ გამოქვეყნდა. „ჰერალდის“ რედაქტორმა ფოტოები Twitter-ის საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა.

ეს ვეტერანი პრეზიდენტის პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს, თავად პრეზიდენტი კი შინაპატიმრობაში იმყოფება.

მუგაბემ, რომელიც ქვეყანას 37 წლის განმავლობაში მართავდა, ძალაუფლება დაკარგა. მას დაუპირისპირდნენ ზიმბაბვეს სამხედრო ლიდერები და მისივე პარტიის მაღალი თანამდებობის პირები. თუმცა, ვეტერანი პრეზიდენტი გადადგომის შესახებ განცხადებას არ აკეთებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სამხედროებს მასზე გავლენის მოხდენა უჭირთ.