Reuters-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ბრექსიტის საკითხზე ტერეზა მეისა და ევროკავშირს შორის შეთანხმებას მხარს არ უჭერს
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ბრექსიტთან დაკავშირებით ტერეზა მეისა და ევროკავშირს შორის მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს. ამ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი YouGov-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოკითხვა პარტიის წევრებს შორის ჩატარდა.
ტერეზა მეის ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების დასამტკიცებლად 318 ხმა სჭირდება. 12 დეკემბერს ტერეზა მეის მიმართ ნდობის გამოცხადების კენჭისყრაზე კი 317-დან 117-მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
კონსერვატიულ პარტიაში 1215 წევრია. გამოკითხვის მიხედვით, 59% ტერეზა მეის გეგმის წინააღმდეგია.
შეგახსნებთ, ბრექსიტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კენჭისყრა დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ტერეზა მეის გადაწყვეტილებით გადაიდო. კენჭისყრა სავარაუდოდ 14 იანვარს გაიმართება.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.