რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში არავითარი მასიური გათავისუფლება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში არავითარი მასიური გათავისუფლება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში არავითარი მასიური გათავისუფლება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება, თითოეული სამედიცინო პერსონალი ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულის შესახებ საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლიანა ჭუმბურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკური ხასიათის რეორგანიზაცია.

„დღეს კლინიკა უკვე მუშაობს ჰიბრიდულ რეჟიმში, შესაბამისად, ყველა ის თანამშრომელი, ვინც იყო დასაქმებული კოვიდ განყოფილებებში, გადანაწილდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში. კლინიკაში გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომელსაც აქვს ტექნიკური ხასიათი, რათა ხელი შეუწყოს ყველა იმ მიზნების და გეგმების შესრულებას, რაც გვაქვს დაგეგმილი. რამდენიმე თანამშრომელი, რომლესაც დაუსრულდა ხელშეკრულება, იქნა გადაყვანილი რეზევრში. შევთავაზეთ მათ ჩვენთან ურთიერთოების გაგრძელება, 14-დან 12 დაგვთანხმდა და 2-მა უარი თქვა ამაზე. რაც შეეხება ადმინისტრაციის წევრებს, ისინი რჩებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათ შორის, ქალბატონი ჯავარა უგრეხელიძე აგრძელებს მუშაობას პერსონალის უწყვეტი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.