მამუკა მდინარაძე - პრემიერის გადაწყვეტილებამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საშუალება მისცა, თან არ გაჩერდნენ და თან მუშაობა წარიმართოს, მარტივი არ იქნება, მაგრამ მოხერხდება
მამუკა მდინარაძე - პრემიერის გადაწყვეტილებამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საშუალება მისცა, თან არ გაჩერდნენ და თან მუშაობა წარიმართოს, მარტივი არ იქნება, მაგრამ მოხერხდება

იშვიათად მინახავს ისე რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, როგორებიც ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც ჩვენთან კონტაქტობდნენ, მგონი, დიდი საიდუმლო არ არის იმის გამხელა, რომ ალტერნატიული ვერსიების ავტორებიც თავად გახდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საშუალება მისცა, მუშაობა წარიმართოს.

„გასაგებია, რომ პროფესიონალი ექიმები არიან, მაგრამ ამავე დროს სხვა საკითხშიც იმდენად კარგად ერკვეოდნენ და იმხელა კვალიფიკაცია გამოააშკარავეს, რომ მათი არგუმენტები ძალიან მყარი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა ალტერნატიული ვერსიის დამუშავება. პრემიერ-მინისტრმა დავალება გასცა, რომ რაც შეიძლება მალე ალტერნატიული პროექტი მომზადდეს და ისე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ დაიხუროს, დაიწყოს მშენებლობა იმავე ტერიტორიაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, იყოს სხვა თემებზე საუბარი – რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის ნაწილი გამოდგეს იმისათვის, რომ საინვესტიციო მიზნები განხორციელდეს და შემდეგ ამან სახელმწიფოს გაუადვილოს ძალიან ძვირად ღირებული პროექტის განხორციელება, ამაზე საუბარი შეიძლება ამის შემდეგ იყოს. ეს არ იქნება რამდენიმე ათეული მილიონით დაფინანსებული პროექტი, ასეულობით დაფინანსებული პროექტი უნდა იყოს და თუ ამაში კერძო სექტორიც მიიღებს მონაწილეობას, პროცესიც დაჩქარდება. პრემიერის გადაწყვეტილებამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საშუალება მისცა, თან არ გაჩერდნენ და თან მუშაობა წარიმართოს. მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს მოხერხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.