ირაკლი კობახიძე - უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და თვისებები
ირაკლი კობახიძე - უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და თვისებები

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორიოდე კვირის წინ. დღეს უკვე ახალი მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ წინ წაწიოს ამ პროცესმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო და პროცესს იდეალურად გაუძღვება ახალი მინისტრი.

„მათ შორის იგულისხმება, რა თქმა უნდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარების მოწესრიგება, მათ შორის იმის გადალაგება, რაც იყო დაწყებული, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს. უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და შესაბამისი თვისებები. იდეალურად გაუძღვება ის ამ პროცესს“, – განაცხადა პრემიერმა.