რესპუბლიკურ საავადმყოფოში „სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ მოცეკვავეები აიცრნენ
მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ანსამბლ „სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ იმ მოცეკვავეების ნაწილი აიცრა, რომლებსაც ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა აქამდე არ ჰქონდათ მიღებული.
მოცეკვავეები ჩინური ვაქცინებით – „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აიცრნენ.
ანსამბლების წარმომადგენლებმა ვაქცინაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდეს.