რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 14 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 14 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის  განაცხადებით კლინიკაში ამ დროისთვის 45 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

როგორც თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს კვლევაში 14 პაციენტი ჩაერთო.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 64 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებული არის 45 პაციენტი. გაგზავნილია 14 პაციენტის ანალიზი ტესტირებაზე. კოვიდინფიცირებულებიდან ყველა იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე. ორი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. გუშინ დაგვემატა სამი ახალი პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.