რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი ვაშინგტონში რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა
რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი ვაშინგტონში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა. ფოტო დემონსტრაციიდან მიტ რომნიმ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ თავად გამოაქვეყნდა.
„შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, – ახლავს წარწერა მიტ რომნის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს.
მიტ რომნი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იყო, თუმცა დემოკრატების კანდიდატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა. მიტ რომნი 2019 წლის იანვრიდან სენატის წევრია იუტას შტატიდან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები უკვე მე-14 დღეა, გრძელდება.