რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, პიტ ოლსონმა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა.
შესაბამისი განცხადება მან „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
თავის განცხადებას ის თან ურთავს კონგრესმენების, ადამ კინზინგერისა და გერი კონოლის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილის ბმულს.
„ვეთანხმები ჩემს კოლეგა ადამ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, სამოქალაქო დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკესა და ანტაგონიზმში აშშ-ის ინვესტიციების მიმართ, რომლებიც დაეხმარებოდა ორივე ქვეყანას. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.