კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო დახმარება
კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო დახმარება

„რეპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა მოუწოდა აშშ-ის ხელისუფლებას, შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო დახმარება. ეს განცხადება კონგრესმენმა „კონსერვატორების“ მიერ მერილენდში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მთელ მსოფლიოს მესამე მსოფლიო ომის საფრთხის ქვეშ აყენებს. ტეილორ გრინის თქმით, აშშ-მა ხელი უნდა შეუწყოს უკრაინაში მშვიდობას და არა ომის ესკალაციას.

„მე კვლავ ვამბობ, რომ უკრაინას ფული არ უნდა მივცეთ და რომ ამ ქვეყანამ უნდა იპოვოს მშვიდობა და არა ომი, ამიტომ პირდაპირ ვეტყვი ვოლოდიმირ ზელენსკის, სჯობს, შეეშვა ჩვენს შვილებს, რადგანაც ისინი არ დაიღუპებიან უკრაინაში“, – განაცხადა კონგრესმენმა სიტვით გამოსვლისას.

ანალოგიური განცხადებები „კონსერვატორების“ შეკრების სხვა მონაწილეებმაც გააკეთეს. მათ შორის იყვნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილები – ერიკ ტრამპი და დონალდ ტრამპ უმცროსი.

„გარდიანის“ ცნობით, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი გამოირჩევა პროვოკაციული განცხადებებით. მას წარსულში არაერთი რასისტული, ანტისემიტური და ისლამოფობიური განცხადება აქვს გაკეთებული.