რექს ტილერსონი - რუსეთმა ყურადღებით უნდა შეაფასოს, რამდენად პასუხობს მისი პოლიტიკა რუსეთის მოსახლეობისა და მსოფლიოს ინტერესებს
რექს ტილერსონი - რუსეთმა ყურადღებით უნდა შეაფასოს, რამდენად პასუხობს მისი პოლიტიკა რუსეთის მოსახლეობისა და მსოფლიოს ინტერესებს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი გამოსამშვიდობებელ სიტყვაში რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, არ გამოიწვიოს რუსეთის მეტად იზოლირება.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის შემაშფოთებელ მოქმედებებზე საპასუხოდ კვლავ ბევრია გასაკეთებელი.

„რუსეთმა ყურადღებით უნდა შეაფასოს, რამდენად პასუხობს მისი პოლიტიკა რუსეთის მოსახლეობისა და მსოფლიოს ინტერესებს. ახლანდელი კურსის გაგრძელება რუსეთს დიდი ალბათობით კიდევ უფრო მეტ იზოლაციას მოუტანს. ასეთი ვითარება არავის ინტერესში არაა“, – განაცხადა ტილერსონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა რექს ტილერსონი თანამდებობიდან 13 მარტს გაათავისუფლა, თუმცა ოფისს ოფიციალურად 31 მარტს დატოვებს.