ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა
ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა

ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.

სასტუმრო Ankara Palace-სთან, სადაც რექს ტილერსონი მოლაპარაკებებს თურქ კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუსთან მართავდა, აქციის მონაწილეები მივიდნენ და მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვა დაიწყეს.

პოლიციამ დემონსტრანტების დაშლა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სცადა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სასტუმროსთან ბანერები აშშ-ის საწინააღმდეგო წარწერებით გაიტანეს. აქცია უკვე დასრულებულია.

თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები დაძაბულია, რომლის საფუძველი სირიაში ვაშინგტონის მიერ ქურთული სამხედრო ჯგუფების მხარდაჭერაა.