რექს ტილერსონი მიიჩნევს, რომ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლასთან რუსეთია დაკავშირებული
რექს ტილერსონი მიიჩნევს, რომ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლასთან რუსეთია დაკავშირებული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიაჩნია, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლასთან რუსეთია დაკავშირებული.

რექსტ ტილერსონის თქმით, რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკისა და მისი შვილის მოწამვლა „სავარაუდოდ, რუსეთიდან მოდის და ამას მოჰყვება სათანადო პასუხი“.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, მისთვის უცნობია, გასცა თუ არა სკრიპალის მოწამვლის განკარგულება რუსეთის ხელიუფლებამ, თუმცა საწამლავი რუსეთში იყო დამზადებული. მისივე თქმით, ეს ნივთიერება ამერიკელი ექსპერტებისთვის ცნობილია და მასთან წვდომა შეზღუდული რაოდენობით ადამიანებს აქვთ.

„მსგავს თავდახმებს გამართლება არ აქვს. ადამინის მკვლელობის მცდელობა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიუღებელია და ჩვენ აღშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი, დიდი ალბათობით, კვლავ პასუხისმგებელია მსგავს ქმედებებზე“, – განაცხადა რექს ტილერსონმა.