„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს პირველ არხთან განმარტავს, რომ ვებგვერდზე საქართველოს ბოლო ორი წლის მონაცემები ტექნიკური ხარვეზის გამო ერთმანეთს ემთხვევა
ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დღეს პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსი გამოაქვეყნა.
ანგარიშში მითითებულია, რომ 2019 წელს საქართველომ რეიტინგში პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა, თუმცა ორგანიზაციის ვებგვერდზე საქართველოს 2018 და 2019 წლის მონაცემები იდენტურია, კერძოდ მე-60 ადგილი და 28.98 ქულა.
საქართველოს პირველი არხი დაუკავშირდა ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და ვებგვერდზე არსებული გაურკვევლობის შესახებ განმარტება სთხოვა.
როგორც საქართველოს პირველი არხი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ვებგვერდზე არის ტექნიკური პრობლემა და 2018 წლის ანგარიშის ნახვა მხოლოდ „ექსელის“ ფორმატის დოკუმენტშია შესაძლებელი.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ მითითებული დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს საქართველო 61-ე ადგილზე იყო და 27,34 ქულა ჰქონდა მინიჭებული, ხოლო მიმდინარე წელს პოზიცია 1.64 ქულით გაიუმჯობესა. შედეგად, რეიტინგში მე-60 ადგილი დაიკავა.