„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას გმობს.

„სულ მცირე ათზე მეტ ჟურნალისტზე განხორციელდა თავდასხმა ამ დილით, მას შემდეგ, რაც თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე ულტრა-მემარჯვენე დემონსტრანტები დედაქალაქის ცენტრში გამოვიდნენ. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს ამ მასობრივ შეტევას და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს ყველა ეს თავდასხმა, ნათელი მოჰფინოს მათ“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.