რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ კათოლიკე ეკლესიის სასულიერო დასსა და მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
კათოლიკე ეკლესიის სასულიერო დასსა და მრევლს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„კათოლიკური სამყარო დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. აღდგომა ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის გამორჩეულად ძვირფასია.
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში გამართულ სააღდგომო ლიტურგიას, ტრადიციულად, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და ტაძარში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა, ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე“, – აცხადებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში.