რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიელი ქურთების სასაზღვრო ძალებს თურქეთი გაანადგურებს
აშშ-ის დახმარებით ფორმირებულ სირიელი ქურთების სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებს თურქეთი გაანადგურებს.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს.
თურქთის პრეზიდენტის თქმით, სირიის აფრინის რეგიონში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მზადება მიმდინარეობს და ოპერაცია შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს.