რეჯეფ თაიფ ერდოღანი – იმედი გვაქვს, სომხეთი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს კეთილ ზრახვებსა და საერთო მომავლის შექმნის შესაძლებლობას

18:51, 15.06.2021

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რეგიონში ყველა მხარის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს.

„იმედი გვაქვს, სომხეთი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს კეთილ ზრახვებსა და საერთო მომავლის შექმნის შესაძლებლობას“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი