რეჯეფ თაიფ ერდოღანი - იმედი გვაქვს, სომხეთი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს კეთილ ზრახვებსა და საერთო მომავლის შექმნის შესაძლებლობას
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რეგიონში ყველა მხარის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს.
„იმედი გვაქვს, სომხეთი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს კეთილ ზრახვებსა და საერთო მომავლის შექმნის შესაძლებლობას“, – განაცხადა ერდოღანმა.