სირიელი ქურთების დაჯგუფებები სტამბოლის ტერაქტში მონაწილეობას უარყოფენ
სირიელი ქურთების დაჯგუფებები სტამბოლის ტერაქტში მონაწილეობას უარყოფენ

სირიელი ქურთების დაჯგუფებები სტამბოლის ტერაქტში მონაწილეობას უარყოფენ.

„ქურთისტანის მუშათა პარტია“ და ქურთული დაჯგუფება „სირიის დემოკრატიული ძალები“ აცხადებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე კავშირს ტერაქტის ჩამდენ ახლამ ალ-ბაშირთან. მსოფლიომ ადეკვატურად გააცნობიერა, როგორ იბრძვიან ჩვენი ძალები და იცავენ ჩვენი ხალხის უფლებებს, ებრძვიან ტერორიზმს და გმობენ ნებისმიერ ოპერაციას, რომლის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. თავდამსხმელი ახლამ ალ-ბაშირი თურქეთის მიერ ოკუპირებული აფრინიდან შევიდა თურქეთის ტერიტორიაზე, რომელიც 2018 წლიდან მთლიანად ექვემდებარება თურქული დაზვერვის კონტროლს. ეს ადასტურებს, რომ სპექტაკლი მოამზადეს თურქეთის მთავრობამ და ერდოღანმა. ერდოღანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზი, რომ დაარწმუნოს მსოფლიო და მოიპოვოს საერთაშორისო თანხმობა როჟავას რეგიონებსა და ჩრდილოეთ სირიაზე თავდასხმისთვის. ეს იქნებოდა თავისი გადარჩენის ბარათი მომავალ არჩევნებში“, – აღნიშნულია „სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებაში.