რეისი ქუთაისი-პრაღა, რომელიც დღეს უნდა შესრულებულიყო, ხვალისთვის გადაიდო
რეისი ქუთაისი-პრაღა, რომელიც დღეს უნდა შესრულებულიყო, ხვალისთვის გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაბამისად, დაიგვიანებს გამოფრენა პრაღიდანაც.
„მგზავრთა საყურადღებოდ! რეისი W66421, ქუთაისი-პრაღის მიმართულებით, რომელიც უნდა გაფრენილიყო 25 აგვისტოს 18:20 საათზე, გადაიდო და გაფრინდება 26 აგვისტოს, სავარაუდო გაფრენის დრო – 09:00 სთ. რეისი W66422 შესაბამისად დაიგვიანებს გამოფრენას პრაღიდან და სავარაუდო გამოფრენის დრო იქნება 13:00 სთ. (საქართველოს დრო)“, – აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.