რეინის ტოჩელოვსკი - არჩევნების მიმდინარეობისას შევნიშნეთ მცირე, უმნიშვნელო შეცდომები და ამას არანაირი გავლენა არ ექნება არჩევნების შედეგებზე
რეინის ტოჩელოვსკი - არჩევნების მიმდინარეობისას შევნიშნეთ მცირე, უმნიშვნელო შეცდომები და ამას არანაირი გავლენა არ ექნება არჩევნების შედეგებზე

დღეს ჩვენ დავაკვირდით რამდენიმე საარჩევნო უბანს, ზოგადი სიტუაცია გახლდათ წყნარი და მშვიდი, – ამის შესახებ პოლიტიკურ კონსულტანტთა ევროპული ასოციაციის წარმომადგენელმა, რეინის ტოჩელოვსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

როგორც რაიან სკოჩინოვსკიმ განაცხადა, საარჩევნო კომისიის წევრები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულნი.

„აღსანიშნავია, ის ფაქტორიც, რომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციები და ზომები სათანადოდ იყო აღსრულებული, აგრეთვე არანაირი დარღვევები არ იყო დაფიქსირებული და არც ოფიციალური საჩივრები არ გახლდათ წარდგენილი. რაც შეეხება გარე რიგებს, რიგში მყოფ მომლოდინე ხალხს, ისინიც კარგად იყვნენ ორგანიზებული. შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციები და წესები იყო სათანადოდ აღსრულებული. აგრეთვე, ჩვენ დავაკვირდით და შევნიშნეთ მცირე, უმნიშვნელო შეცდომები და ამ უმნიშვნელო შეცდომებს არანაირი გავლენა არ ექნება არჩევნების შედეგებზე, არჩევნების პროცესზე. იმ ადამიანებს, ვისაც ვესაუბრეთ, კომენტარებიდან გამოჩნდა, რომ სრული პროცესი იყო გამართული.

ჩვენი ორგანიზაცია აპირებს საბოლოო ანგარიშის წარდგენას, სადაც თავმოყრილი იქნება სხვადასხვა ფაქტები. მე პირადად დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვიმყოფები 23 სექტემბერს ჩამოვედი ერთი კვირაა, რაც ვიმყოფები, მაგრამ ჩვენი მისიის ფარგლებში მოხდება ამ საბოლოო ანგარიშის წარდგენა, სადაც იქნება შესული ფაქტები და კომენტარები იმ გასაუბრებებიდან, რაც საზოგადოებისგან მივიღეთ, თუმცა არ ვფიქრობ იმას, რომ დიდი განსხვავება იქნება ახლანდელ შეფასებასა და საბოლოო ანგარიშში წარმოდგენილ შედეგებს შორის“, – განაცხადა რეინის ტოჩელოვსკიმ.