რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არ დავუშვებთ, რომ თურქები ბერძნული კვიპროსის სახელმწიფოში უმცირესობად იქცნენ
თურქეთი არასდროს დათანხმდება, რომ კვიპროსელი თურქები ჩიხის მსხვერპლად იქცნენ, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კვიპროსის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სტუმრობისას განაცხადა.
„არასდროს დავუშვებთ, რომ კვიპროსელი თურქები ბერძნული კვიპროსის სახელმწიფოში უმცირესობად იქცნენ. კვიპროსი ჩვენი ეროვნული მიზეზია. ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ სამართლიანი და საბოლოო გადაწყვეტა კვიპროსის საკითხზე“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თვითგამოცხადებული ჩრდილეოთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მუსტაფა აკინჯისთან შეხვედრის დროს.
ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთს ჩრდილოეთ კვიპროსის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა სურს, რაც აღნიშნული ტერიტორიის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ცენტრად გადაქცევის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
აღმოსავლეთ კვიპროსში თურქეთის ჯარი 1974 წელს შეიჭრა, რის შემდეგაც ტერიტორიას კვიპროსის ცენტრალური ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს.