რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან
რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან

გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა ქუთაისში განაცხადა.

როგორც ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე მოისმენენ აქციის მონაწილეების წინადადებებს და მათ შენიშვნებს.

გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან. მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს, წინადადებებს და დავსახავთ შემდგომი მოქმედების ღონისძიებებს. ჩამოსული ვართ მე, ჩემი ორი გუბერნატორი იმერეთის მხარის და რაჭა-ლეჩხუმის, ასევე ჩამოსული არიან პარლამენტის დეპუტატები“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ მიაწოდეს, რაც ისინი ქუთაისში ჩამოვიდნენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან შეხვედრას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა იქნება.