„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან შეხვედრას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა იქნება
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან შეხვედრას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა იქნება

ნამახვენჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, გუბერნატორსა და დეპუტატებს შეხვდებიან.

ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„შეხვედრაზე არსებით საკითხებს განვიხილავთ. არ ვაპირებთ გარემოს დაცვითი და სხვადასხვა საკითხების განხილვას. ტექნიკურ საკითხებზე შევთანხმდებით. თუ საუბარია დიალოგის გაგრძელებაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს. ჩვენ დავაყენებთ პირობებს, პირველი პირობა არის, რომ რეპრესიულ გარემოში არ გვიწევდეს ყოფნა. მერე ვნახოთ, რა სივრცე გაჩნდება დიალოგისთვის და რამდენად ადეკვატური იქნება ჩვენი პასუხი. ამ ხალხმა უნდა აგვიხსნან გადაწყვეტილების მიმღებები არიან თუ არა. დავაყენებთ საკითხს, რომ მედია იყოს შეხვედრაზე. თუ ამაზე არ დაგვთანხმდებიან, ჩვენი გადამღები საშუალება უნდა იყოს შეხვედრაზე. ჩვენ მათ რომ არ დავუტოვოთ სათქმელი, არ გვაქვს საუბრის პრობლემა, ამიტომ დავიძრებით ახლა და მშვიდობიანად გადავადგილდებით ქუთაისის მიმართულებით“, – განაცხადა გოლეთიანმა.