ლერი ბარნაბიშვილი აცხადებს, რომ ორი ადამიანი, რომლებიც არ იყვნენ სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში, კონტაქტზე გუშინ გამოვიდნენ და დაბინავებულები არიან
ლერი ბარნაბიშვილი აცხადებს, რომ ორი ადამიანი, რომლებიც არ იყვნენ სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში, კონტაქტზე გუშინ გამოვიდნენ და დაბინავებულები არიან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი აცხადებს, რომ ორი ადამიანი, რომლებიც არ იყვნენ სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში, კონტაქტზე გუშინ გამოვიდნენ.

მის თქმით, აღნიშნული პირები სამშვიდობოს იმყოფებიან და დაბინავებულები არიან.

„ციფრი გუშინდელიდან დღემდე იცვლებოდა. ადამიანები, რომლებიც არ გამოდიოდნენ კონტაქტზე, მათგან ორი გუშინ გამოვიდა კონტაქტზე და ამის იმედი გვაქვს ყოველთვის. ორი ადამიანი მოიძებნა, ანუ ისინი არ იყვნენ დაკარგულთა სიაში. ეს იყო 112-ის შეტყობინებები ადამიანებზე, რომლებიც არ გამოდიოდნენ კონტაქტზე და გუშინ ეს ორი ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე. მოკლედ, შეტყობინება რომ იყო მიღებული, რომ ადამიანები არ გამოდიოდნენ კონტაქტზე, იმ ორ ადამიანთან გუშინ შედგა კონტაქტი და დავადასტურეთ, დაკარგულებად არ ითვლებოდნენ.

უცხოელებთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არის შემოსული შეტყობინება და ყოველ დილას ვეძებთ“, – განაცხადა ბარნაბიშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას.