რეჟისორი პავლე ჩარკვიანი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პავლე ჩარკვიანი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა – „ჩემი ძვირფასი სანატრელი ბაბუ“, „ჭა“, „ზოგი ჭირი მარგებელია“ „კარიერი“, „როცა დედები შინ არ არიან“, „უცხო ფრინველი“. იყო ფილმების სცენარის ავტორიც.
რეჟისორი დაიბადა 1935 წლის 3 თებერვალს. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ლიტერატურის კონსულტანტად და მთავარ რედაქტორად. 1969 წლიდან იყო თბილისის ტელევიზიის დუბლიორთა განყოფილების უფროსი. 1974 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის სასცენარო და სარეჟისორი კურსები. ავტორია ანიმაციური ფილმების და 1972 წლიდან დამდგმელი რეჟისორია „კინოსტუდია ქართულ ფილმში“.
პავლე ჩარკვიანს ხუთშაბათს, 31 მაისს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.