„კინოს სახლში“ რეჟისორ მიხეილ კობახიძეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ 

18:08, 22.03.2019

„კინოს სახლში“ ხვალ რეჟისორ მიხეილ კობახიძეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ.

დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირი ცნობილი რეჟისორია, რომელიც მაყურებელს საკუთარი შემოქმედების შესახებ უამბობს.

ფილმში „დაკარგული „რვანახევარი” გასული საუკუნის 60-იანი წლების გამორჩეული რეჟისორის ექვს კინონოველაზეა მოთხრობილი. ფილმის ავტორებმა ნამუშევარი რეჟისორის 80 წლის იუბილეს მიუძღვნეს.

მიხეილ კობახიძეს 5 აპრილს 80 წელი შეუსრულდება.

„დაკარგული რვანახევარი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. ავტორები ლაშა ოთხმეზური და ვახო ვარაზი არიან.

ფილმების „ქოლგა” და „ქორწილი”  რეჟისორი 20 წელზე მეტი საფრანგეთში ცხოვრობდა და 30- წლიანი პაუზის შემდეგ, 2002 წელს ფილმი „გზაზე” გადაიღო. მანამდე, 1969 წელს საბჭოთა ცენზორებმა მიხეილ კობახიძეს ფილმების გადაღება აუკრძალეს.

მსგავსი