„კინოს სახლში“ რეჟისორ მიხეილ კობახიძეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ
„კინოს სახლში“ ხვალ რეჟისორ მიხეილ კობახიძეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ.
დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირი ცნობილი რეჟისორია, რომელიც მაყურებელს საკუთარი შემოქმედების შესახებ უამბობს.
ფილმში „დაკარგული „რვანახევარი” გასული საუკუნის 60-იანი წლების გამორჩეული რეჟისორის ექვს კინონოველაზეა მოთხრობილი. ფილმის ავტორებმა ნამუშევარი რეჟისორის 80 წლის იუბილეს მიუძღვნეს.
მიხეილ კობახიძეს 5 აპრილს 80 წელი შეუსრულდება.
„დაკარგული რვანახევარი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. ავტორები ლაშა ოთხმეზური და ვახო ვარაზი არიან.
ფილმების „ქოლგა” და „ქორწილი” რეჟისორი 20 წელზე მეტი საფრანგეთში ცხოვრობდა და 30- წლიანი პაუზის შემდეგ, 2002 წელს ფილმი „გზაზე” გადაიღო. მანამდე, 1969 წელს საბჭოთა ცენზორებმა მიხეილ კობახიძეს ფილმების გადაღება აუკრძალეს.