კანადაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ მოხვდა

20:41, 07.03.2019

კანადაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე (Redline International Film Festival) ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ მოხვდა.

კერძოდ, კინოფესტივალზე ფილმი თებერვლის თვის ნომინანტებს შორის სამი ნომინაციით მოხვდა: საუკეთესო მსახიობი – ვახტანგ ჩაჩანიძე; საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე; საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი – ჯანო იზორია.

ფილმი საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენებზეა და იმ პერიოდის რამდენიმე რეალურ ამბავს გვიყვება. გიორგი თავართქილაძის „ცუდი ხალხი“ მოკლემეტრაჟიანი მძაფრსიუჟეტიანი ფილმია.

მსგავსი