ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ მან მასთან რეზიდენციაში მისულ ხუთ „დეპუტატს“ განუცხადა, რომელთაც ოპოზიციასა და მარიონეტულ მთავრობას შორის შუამავლის როლს ასრულებენ.
პარალელურად კი, დანარჩენმა დეპუტატებმა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი ჩამორთმევის შესახებ პროექტი მოამზადეს. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს კენჭს უახლოეს სხდომაზე უყრიან. სესიის თარიღი მალე გახდება ცნობილი.