აფხაზური მედიის ინფორმაციით, ასლან ბჟანიასა და რაულ ხაჯიმბას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

16:56, 12.01.2020

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიციონერ ასლან ბჟანიასა და რაულ ხაჯიმბას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური გამოცემა „აფსადგილ ინფო“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა „სამთავრობო აგარაკის“ ტერიტორიაზე რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შუამავლობით მიმდინარეობს.

ამ შეხვედრამდე კი, როგორც აფხაზური გამოცემა წერს, „ოპოზიციონერმა“ ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ხაჯიმბასთან შეხვედრა შესაძლოა, დღეს გამართულიყო. ბჟანიას ინფორმაციით, შეხვედრის შემთხვევაში განიხილავდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნების შედეგების გაუქმებაზე და ე.წ. ცესკოს გადაწყვეტილებას ახალი ე.წ. არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

მსგავსი