რაულ ხაჯიმბა 22 მარტს დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის
რაულ ხაჯიმბა 22 მარტს დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის

რაულ ხაჯიმბა 22 მარტს დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის. ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, ასლან ბარციცმა განუცხადა.

„რაულ ხაჯიმბა არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს. ის თავისი ქვეყნის მოქალაქეა, რჩება თავის ქვეყანაში. ეს არ ნიშნავს, რომ ის უმოქმედოდ იჯდება, მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში, რათა ქვეყანაში იყოს წესრიგი და კანონიერება“, – განაცხადა ბარციცმა.

ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ რაულ ხაჯიმბამ გუშინ განაცხადა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 იანვარს განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნების“ დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.