ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა.

ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მომხრე „პარლამენტის“ 32 წევრი იყო. სულ შეხვედრას 34 ე.წ. დეპუტატი ესწრებოდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში თანამდებობას ტოვებს ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ასლან ბარციციც.

შეგახსენებთ, ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ რაულ ხაჯიმბამ გუშინ განაცხადა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 იანვარს განმეორებითი „საპრეზიდენტო“ არჩევნების“ დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს დაინიშნა.