რატომ აგვიანებს პუტინი ყველა შეხვედრაზე
რატომ აგვიანებს პუტინი ყველა შეხვედრაზე

რუსეთის პრეზიდენტი დღეს, ჰელსინკიში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ჩავიდა, ზუსტად იმ დროს, როდესაც  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა დაწყებულიყო. პუტინმა ტრადიციულად ისევ დაიგვიანა.

ვლადიმერ პუტინმა იაპონიაში, 2016 წელს პრემიერ- მინისტრთან შეხვედრაზე ორი საათი დააგვიანა.

პაპი ფრანცისკე რუსეთის პრეზიდენტს ვატიკანში, საათზე მეტ ხანს მოთმინებით ელოდა.

პუტინმა რეკორდი გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას მოხსნა, მან ანგელა მერკელს მილანში, 2014 წელს ოთხი საათი ალოდინა.

 

მერკელის მსგავსად, პუტინთან შესახვედრად, ბელარუსის ლიდერსაც დიდხანს მოუხდა მოცდა. 2012 წელს ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკის აეროპორტში პუტინს სამი საათი ელოდა.

მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ჰელსინკიში ამერიკის პრეზიდენტმა ალოდინა პუტინი , რადგან დონალდ ტრამპი ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში დაგვიანებით მივიდა.