მარკ ცუკერბერგთან დაკავშირებით არსებობს ერთი დეტალი, რომელიც მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც მან Facebook-ი შექმნა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა. ეს რუხი მაისურია, რომელსაც ის ყოველდღე ატარებს.
Facebook-ის დამფუძნებლმა ქსელში თავის გარდერობის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მას რუხი მაისურების ორი სახეობა აქვს, რომელთაც სამსახურში იცვამს.
ცუკერბერგის განცხადებით, ყოველდღიურად ერთნაირი სამოსის ჩაცმა მუშაობის დროს მას ეხმარება მთელი ენერგია მიმართოს უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისაკენ.
„მართლაც იღბლიანი ადამიანი ვარ, როდესაც ყოველდღიურად ვიღვიძებ და საშუალება მაქვს, ვემსახურო მილიარდზე მეტ ადამიანს. ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემს სამუშაოს სათანადოდ ვერ შევასრულებ, თუ ჩემი ენერგიის რაღაც ნაწილს ისეთი რამეებისაკენ მივმართავ, რაც ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ სასაცილო და არასერიოზულია“, — აცხადებს ცუკერბერგი.
მარკ ცუკერბერგის ქონება 37,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
წყარო: The Independent