რატი იონათმიშვილი - ჩვენი მიზანია, არჩევანი ღირებულებების სასარგებლოდ გავაკეთოთ, ოპოზიციას სურს, რომ მათი გავლენის ქვეშ მყოფი სახალხო დამცველი გვყავდეს
ჩვენი მიზანია, არჩევანი ღირებულებების სასარგებლოდ გავაკეთოთ, ოპოზიციას სურს, რომ მათი გავლენის ქვეშ მყოფი სახალხო დამცველი გვყავდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათმიშვილმა განაცხადა.
სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობა საუბრობს ღირებულებებსა და პრინციპებზე, რადიკალური ოპოზიცია კი – პერსონალიებზე.
„სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში მსგავსი მიგდომა რელევანტური არ იყო. მათი განცხადებები იმას ემსახურებოდა, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესისთვის რამენაირად ზიანი მიეყენებინათ. ამის მიუხედავად, კენჭისყრამდე იმის მოლოდინი რჩება, რომ, საბოლოო ჯამში, არჩევანი ღირებულებების სასარგებლოდ გაკეთდება და შეთანხმება მოხდება. სხვა გადაწყვეტილებას პასუხს საზოგადოება გასცემს, რადგან კარგად იცის, ვის რა სურვილი აქვს სახალხო დამცველთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, არჩევანი ღირებულებების სასარგებლოდ გავაკეთოთ, ოპოზიციას სურს, რომ მათი გავლენის ქვეშ მყოფი სახალხო დამცველი გვყავდეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.