თეა წულუკიანი - ჩვენ არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი პატიმრის უფლებების დამცველი, გვჭირდება სახალხო დამცველი, ვინც ყველას უფლებებს დაიცავს
თეა წულუკიანი - ჩვენ არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი პატიმრის უფლებების დამცველი, გვჭირდება სახალხო დამცველი, ვინც ყველას უფლებებს დაიცავს

ვინ იქნება სახალხო დამცველი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, მიუკერძოებელი ადამიანი, ნეიტრალური და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყველას სახალხო დამცველი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს არ ჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ორი ან სამი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი პატიმრის უფლებების დამცველი.

„ჩვენ, ვადის ამოწურვის საფუძვლით, გავისტუმრეთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იყო მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სახალხო დამცველი. ის იყო, პრაქტიკულად, მიშას, ვანოსა და ბაჩოს სახალხო დამცველი. ამდენი წელი ლომჯარია არავის მეტის სახალხო დამცველი არ ყოფილა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ის სახალხო დამცველი, რომელიც ნამდვილად არის ყველას სახალხო დამცველი, რომ მას არ მოერიდება, დაიცვას საქართველოს სოფლებში მცხოვრებელი თითოეული მოქალაქის უფლებები, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს; ასევე, დასრულებული დიდი ქალაქებით და გაგრძელებული პატიმრებით. ჩვენ არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ორი ან სამი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი პატიმრის უფლებების დამცველი. ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, ვინც ყველას უფლებებს დაიცავს. ასეთი კანდიდატია მოსაძებნი. ოპოზიცია ზოგიერთ კანდიდატს უჭერს მხარს, რადგან იმედი აქვთ, რომ ისინი მხოლოდ მათ უფლებებს დაიცავენ. ჩვენ  გვჭირდება სრულიად სხვა მასშტაბისა და სხვა მიდგომების კანდიდატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.