რატი ამაღლობელი - უნდა გავტეხოთ ღამე, უნდა გავტეხოთ ზამთარი, უნდა გავტეხოთ 25 თებერვალი, რომ დადგეს 26 მაისი, ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს გაზაფხულისთვის
რატი ამაღლობელი - უნდა გავტეხოთ ღამე, უნდა გავტეხოთ ზამთარი, უნდა გავტეხოთ 25 თებერვალი, რომ დადგეს 26 მაისი, ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს გაზაფხულისთვის

უნდა გავტეხოთ ღამე, უნდა გავტეხოთ ზამთარი, უნდა გავტეხოთ 25 თებერვალი, რომ დადგეს 26 მაისი. ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს გაზაფხულისთვის, დღის სინათლისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ პარლამენტთან აქციაზე რატი ამაღლობელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ერთობა და უწყვეტი პროტესტი.

„ნელ-ნელა კიდევ ბევრი გავხდებით, ზოგი სპეციალურად იძინებს ახლა, რომ შემოგვიერთდეს ოთხ საათზე, ხუთ საათზე. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი პროტესტის უწყვეტობა. მთელმა საქართველომ განსაკუთრებული ძალა ანახა ამ ერთ თვეში, უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში ასეთი უწყვეტი, პერმანენტული, მზარდი პროტესტი. გუშინ მთელმა სამყარომ, მთელმა მსოფლიომ ნახა ბედნიერი, მშვიდობიანი, ლაღი, გახარებული, თავისუფალი საქართველო.

მომიტინგეები ასევე არიან ზემოთ, პარლამენტის შესასვლელთან, ჩვენ შეგვიძლია, გავერთიანდეთ და შევუერთდეთ მათ“, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.