რას საქმიანობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, როდესაც პუტინი პირველად გახდა პრეზიდენტი
ვლადიმერ პუტინი 2000 წელს პირველად გახდა რუსეთის პრეზიდენტი და მას შემდეგ რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაშია.
ჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელი ლიდერი, კიმ ჩენ ინი მაშინ 17 წლის იყო და შვეიცარიაში სწავლობდა.
კანადის პრემიერ მინისტრი, 27 წლის ჯასტინ ტრუდო ფრანგული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 21 წლის იყო და ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა.
სირიის პრეზიდენტი, 33 წლის ბაშარ ალ ასადი რესპუბლიკურ გვარდიას ხელმძღვანელობდა.
არგენტინის პრეზიდენტი, 40 წლის მაურისიო მარკი საფეხბურთო კლუბ ბოკა ხუნიორსის პრეზიდენტი იყო.
2000 წელს 53 წლის დონალდ ტრამპი მეორე ცოლს გაშორდა. მან სწორედ ამ პერიოდში გამოთქვა სურვილი, გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტი, თუმცა მალევე გადაიფიქრა.
რაც შეეხება ყაზახეთის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევი მაშინ 60 წლის იყო და უკვე ათი წელი მართავდა ყაზახეთს.