მსოფლიო მედია გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტთან დაკავშირებით წერს
მსოფლიო მედია გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტთან დაკავშირებით წერს

მსოფლიო და ბრიტანული მედია გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტთან დაკავშირებით წერს და ღონისძიების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

გლაზგოში კლიმატთან დაკავშირებული კონფერენციის პირველი დღე 100 მსოფლიო ლიდერის ერთობლივი განცხადებით დასრულდა. მათ დადეს პირობა, რომ 2030 წლისთვის სრულად შეაჩერებენ პლანეტაზე ტყეების გაჩეხვის პროცესს და სადაც შესაძლებელი იქნება, აღადგენენ ტყის მასივებს.

საკუთარ გეგმებში ისინი ეყრდნობიან სახელმწიფო და კერძო ფონდების მხარდაჭერას, რომელთა ფარგლებშიც 19 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის მზადყოფნა არსებობს.

მსოფლიო ლიდერების გამოსვლების მეტაფორები იყო საკმაოდ დრამატული. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გლობალურ დათბობას „განკითხვის დღის მოწყობილობა“ უწოდა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კოლეგებს უთხრა, რომ ადამიანები „საკუთარ საფლავებს თხრიან“.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა მკაცრ რიტორიკაზე უარი თქვეს და საკითხის პოლიტიკის განსაზღვრაში ისე ჩაებნენ.

„დასვენების დრო აღარ არის“, – აღნიშნა ბაიდენმა შედარებით მოზომილი შეტყობინებით და აქვე, ბოდიში მოიხადა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ოფიციალური ვაშინგტონი 2015 წლის „პარიზის შეთანხმებიდან“ გაიყვანა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეეხო ევროპის გრძელვადიან მცდელობას, რათა მათ შეძლონ ამ ათწლეულში გამონაბოლქვის 55%-ით შემცირება და სამომავლოდ სრულად გახდნენ ე.წ. net-zero სივრცე, ანუ სასათბურე აირის ნულოვან დონემდე შემცირება შეძლონ.