რადას სპიკერი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის დასრულებისას - „მხიარულება იყო“
რადას სპიკერი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის დასრულებისას - „მხიარულება იყო“

მხიარულება იყო, – ამ სიტყვებით დაასრულა უმაღლესი რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიმ პარლამენტის საზეიმო სხდომა, რომელზეც ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართა.

„მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა ჩვენს საზეიმო სხდომაში. მხიარულება იყო“, – აღნიშნა პარუბიმ, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა.

შეგახსენებთ, დღეს ვლადიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას მერვე მოწვევის პარლამენტის დათხოვნის შესახებ განაცხადა.

„ძვირფასო დეპუტატებო, თქვენ ინაუგურაცია დანიშნეთ ორშაბათს, სამუშაო დღეს. ამაში მე ერთ პლუსს ვხედავ – ანუ თქვენ მზად ხართ მუშაობისთვის. ამიტომ გთხოვთ მიიღოთ კანონი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ, კანონი უკანონო გამდიდრებისთვის სისხლის სამართლის დევნის შესახებ; მრავალნატანჯი საარჩევნო კოდექსი. ასევ გთხოვთ, გაათავისუფლოთ თანამდებობებიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, უკრაინის გენერალური პროკურორი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი. დასაწყისისთვის ეს საკმარისია. თქვენ გექნებათ ორი თვე. მიიღეთ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ჩამოკიდეთ მედლები. გამოიმუშავეთ კარგი ქულები ვადამდელი არჩევნებისთვის. მე ვითხოვ უკრაინის მერვე მოწვევის უმაღლეს რადას. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე მთავრობის წევრებს გადადგომისკენ მოუწოდა.

„მე არ მესმის ჩვენი მთავრობის, რომელიც მხოლოდ ხელებს შლის და ამბობს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს არ არის სიმართლე. შეგიძლიათ! თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ ფურცელი, კალამი და გაათავისუფლოთ ადგილები მათთვის, ვინც ფიქრობს მომავალ თაობებზე და არა მომავალ არჩევნებზე. გააკეთეთ ეს და ხალხი ამას დააფასებს“, – აღნიშნა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა.