უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე - უმაღლესი რადას დათხოვნის განკარგულება გასაჩივრდება
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე - უმაღლესი რადას დათხოვნის განკარგულება გასაჩივრდება

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერ ანდრეი პარუბის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება, რომლითაც მან უმაღლესი რადა დაითხოვა, გასაჩივრდება. ანდრეი პარუბის განცხადებით, ვლადიმირ ზელენსკიმ თავის საქმიანობა კონსტიტუციის უხეში დარღვევით დაიწყო.

„სამწუხარო და საგანგაშოა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის გარანტი უნდა იყოს, თავის საქმიანობას კონსტიტუციის უხეში დარღვევით იწყებს. ეს ცუდი ნიშანია“, – წერს პარუბი სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

ამავე ჩანაწერის კომენტარში პარუბი წერს, რომ პრეზიდენტის განკარგულება გასაჩივრდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა უმაღლესი რადას დათხოვნის გადაწყვეტილება, ინაუგურაციის შემდეგ მიიღო. ზელენსკიმ ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს დანიშნა.