ანდრეი პარუბი - რუსეთს უკრაინაში ისეთივე პროვოკაციის მოწყობა სურდა, როგორც 2008 წელს საქართველოში
ანდრეი პარუბი - რუსეთს უკრაინაში ისეთივე პროვოკაციის მოწყობა სურდა, როგორც 2008 წელს საქართველოში

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის თქმით, ქერჩის სრუტეში უკრაინის გემებისთვის ცეცხლის გახსნით რუსეთს დაგეგმილი ჰქონდა ისეთივე პროვოკაციის მოწყობა, როგორც 2008 წელს საქართველოში, – ეს განცხადება პარუბიმ ბრიუსელში ვიზიტისას გააკეთა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ქერჩის სრუტეში მოვლენები წინასწარ დადგმული პროვოკაცია იყო, რუსეთს სურდა, უკრაინა ამ პროვოკაციაზე წამოგებულიყო. ეს იგივეა, რაც მოსკოვმა 2008 წელს საქართველოში მოახერხა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ პროვოკაციის შემდეგ, რუსეთის რეგულარული არმია უკრაინის წინააღმდეგ მორიგ აგრესიას განახორციელებდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა უკრაინამ საომარი მდგომარეობის გამოცხადება“, – განაცხადა ანდრეი პარუბიმ.

შეგახსენებთ, რომ კიევი მოსკოვს ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების წინააღმდეგ ღია აგრესიაში ადანაშაულებს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ უკრაინულმა გემებმა უკანონოდ გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი.